5 რჩევა, რომელიც გასაუბრების წარმატებით გავლაში დაგეხმარება

Pharmbills Team

სტაჟირებაზე ან გუნდში კანდიდატის მიღების წინაპირობა გასაუბრების წარმატებით გავლაა. ინტერნეტით კომუნიკაციისას ეს ბევრად უფრო ადვილი ჩანს, მაგრამ მაინც ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი.

გიზიარებთ Pharmbills-ის რეკრუტერებისგან ტოპ 5 რჩევას, როგორ გავიაროთ გასაუბრება წარმატებით:

1. დავიწყოთ გარეგნობითა და განათებით

რა თქმა უნდა, არ არის საჭირო კოსტიუმით წარდგეთ გასაუბრებაზე, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ჩაცმულობას - დარწმუნდით, რომ მოწესრიგებულად გამოიყურებით. შეამოწმეთ განათება, რომ ჩრდილში არ იყოთ ვიდეო-ზარის დროს. მნიშვნელოვანია, თანამოსაუბრე ნათლად გხედავდეთ.

2. ზარის განხორციელებამდე შეამოწმეთ თქვენი ინტერნეტ კავშირი

გასაუბრების დროს ინტერნეტ კავშირის გაწყვეტისას შესაძლოა ვერ მოხდეს ინფორმაციის სრულად და სწორად აღქმა. კავშირის გაწყვეტით შექმნილმა დისკომფორტმა შესაძლოა დაგაბნიოთ და ხელი შეგიშალოთ.

3. გაეცანით კომპანიის შესახებ ინფორმაციას და მოემზადეთ კითხვების დასმისთვის

გამოიჩინეთ ინტერესი, დასვით კითხვები! ეს საუკეთესო დროა, გაიგოთ მეტი მოვალეობების სპეციფიკის შესახებ და დარწმუნდეთ, რომ ის თქვენს ინტერესებს ერგება.

4. მოამზადეთ პასუხები შესაძლო კითხვებზე და იყავით გულწრფელი

კომპანიას და კანდიდატს ინტერვიუ საშუალებას აძლევს გაიგონ, თუ როგორ შეეწყობიან ერთმანეთს. მოემზადეთ კითხვებისთვის და იყავით გულწრფელი, მაშინაც კი თუ წინასწარ არ გიფიქრიათ დასმული კითხვის პასუხზე და იმპროვიზაცია დაგჭირდებათ.

5. თავდაჯერებულად წარმოაჩინეთ თქვენი ძლიერი მხარე, არ შეგეშინდეთ სისუსტეებზე საუბრის

გამჭვირვალობა დაგეხმარებათ თქვენც და რეკრუტერსაც თანამშრომლობის გეგმის შედგენაში. გარდა ამისა, საკუთარი თავისთვის მიზნების დასახვით თქვენ შეძლებთ გაიუმჯობესოთ ნაკლებად განვითარებული უნარები. კომპანიები გუნდის ისეთ წევრებს ეძებენ, რომლებსაც სურვილი აქვთ აიმაღლონ კვალიფიკაცია და განვითარდნენ.

ასე რომ, გაითვალისწინეთ ჩვენი ხუთი მარტივი რჩევა და დაიწყეთ მათი გამოყენება.

Link successfully copied!

მოდით, ახლავე შევცვალოთ თქვენი ცხოვრება!

შეარჩიეთ თქვენი სასურველი სფერო და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
შეამოწმეთ განცხადებები