როგორ გავაგრძელეთ მუშაობა ომის დაწყების შემდეგ

Mila Poberezhniuk
HR People Partner

მე მქვია მილა, 15 წელზე მეტია, რაც HR სფეროში ვმუშაობ და პროფესიულად ვვითარდები. ვერც მე და ვერც ჩემი კოლეგები ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს თანამედროვეობაში ომი შეგვეხებოდა. როგორც HR სპეციალისტები, ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე და ჩვენს ოჯახებზე, არამედ ჩვენს გუნდზეც და თანამშრომლებზეც. 24 თებერვლის დილის 5 საათიდან ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი კოლეგების უსაფრთხოებისა და სიმშვიდისთვის. ამ სტატიაში მოგიყვებით ომის დროს ადაპტაციის, გადაწყვეტილების მიღებისა და პროაქტიულობის გამოცდილებაზე. გარდა ამისა, მე ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ მოვახდინეთ ხალხის ევაკუაცია, შევცვალეთ კომუნიკაციის გზები და როგორ ვაგრძელებთ ჩვენი თანამემამულეების რეკრუტირებას უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ.

ძველი მეთოდები ახალ რეალობაში აღარ მუშაობენ.

რისკების მართვის პროექტი ომამდე

ჩვენ რისკების მართვის პროექტის შემუშავება დავიწყეთ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე. შევქმენით პირობები საზღვარგარეთ მუშაობისთვის და გავაანალიზეთ ცხოვრების დონე და ფასები უახლოეს ქვეყნებში. არჩევანი შევაჩერეთ ბულგარეთზე - ინფორმაციული, ტექნიკური და იურიდიული მხარდაჭერის გამო და მსურველებისთვის შევიმუშავეთ ბულგარეთში მივლინების 1-3 თვიანი პროგრამა.

ჩვენი ოდესის გუნდის უმეტესი ნაწილისთვის კომფორტული აღმოჩნდა ვარნასა და სოფიაში გადასვლა. ჩვენი გუნდის წევრების ამ ლოკაციებზე გადაყვანა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე 2 კვირით ადრე დავიწყეთ. 24 თებერვლისთვის გუნდის 100-მდე წევრი უკვე ბულგარეთში იმყოფებოდა.

ომის დაწყება

24 თებერვლის დილის 6 საათიდან ჩვენ ვინარჩუნებდით კონტაქტს ჩვენს კოლეგებთან, და მათ კომპანიის ქმედებების შესახებ ვატყობინებდით. შექმნილი რთული ვითარება ყველას შეგვეხო. ადმინისტრაციული ჯგუფი იმ დღეს 18 საათზე მეტი იყო ჩართული სამუშო პროცესში, კოლეგების ყველა მოთხოვნა დავამუშავეთ და სამოქმედო გეგმა შევიმუშავეთ.

ჩვენი ოფის-მენეჯერი ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხისა და ვებსაიტის გამოყენებით ამოწმებდა ინფორმაციას ევაკუაციის გეგმებისა და უსაფრთხო ადგილმდებარეობაზე ადამიანების გადაყვანის შესახებ, ფილტრავდა მონაცემებს და გუნდს ცხელი წერტილებიდან გასვლის სანდო გზებზე გადამოწმებულ ინფორმაციას აწვდიდა, გადამოწმებული საკონტაქტო ინფორმაციითა და წინასწარი გადახდის გარეშე. ამის წყალობით 200-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო ცხელი წერტილებიდან გამოღწევა.

ამ პერიოდში მძიმე გამოცდილებაც მივიღეთ. 24 თებერვალს, ჩვენი კომპანიის ოფის-მენეჯერს, მისივე სიტყვებით, მთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე რთული ამოცანა.

ჰქონდა გადასაჭრელი. როგორც აღვნიშნე, ჩვენ გუდის წევრებისგან დახმარების თხოვნებს ვამუშავებდით, და ამ დროს ხარკოვიდან ჩვენი კოლეგა გამოგვეხმაურა. ომის პირველივე დღეს მას წყალი გაუთავდა. იმ დროს წყლისა და საკვების პოვნა შეუსრულებელი ამოცანა იყო. მაღაზიებმა და მიტანის სერვისებმა მუშაობა ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე დღეში განაახლა. ჩვენი ოფის-მენეჯერი ორი დღის განმავლობაში ეძებდა გამოსავალს: ის რეკავდა Uklon, Bolt, Glovo-ში, მიტანის ყველა სერვისში (სულ 25-ზე მეტი ასეთი სერვისი იყო), მაგრამ წყლის მიწოდება ვერავინ შეძლო. ეს იყო შემთხვევა, რომელიც მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად ჩვენ ვერ მოვაგვარეთ. ჩვენ მუდმივად გვქონდა კონტაქტი კოლეგასთან და ვაწვდიდით ინფორმაციას მოვლენათა მსვლელობის შესახებ. ის გოგონა მადლიერი იყო, რომ ჩვენ ვცდილობდით რაც შეგვეძლო, ყველაფრით დავხმარებოდით.

ტრანსფორმაცია შიგნიდან

ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის მოქნილობა. უპირველესად, ჩვენ მოვახდინეთ შემდეგი პროცესების ტრანსფორმაცია.

კომუნიკაცია

პირველ რიგში, გამოვაქვეყნეთ და განვმარტეთ კომპანიაში კომუნიკაციების გეგმა: როგორ გადაეცემა ინფორმაცია კონსულტანტისგან აღმასრულებელ დირექტორს, ვისთან რა საკითხები უნდა იყოს განხილული, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, კოლეგებს მივეცით სხვადასხვა უფლებამოსილი პირის ტელეფონის ნომრებიც.

ჩვენ დავიწყეთ ყოველკვირეული საერთო შეხვედრების გამართვა აღმასრულებელ დირექტორთან კომპანიის მდგომარეობისა და მიმდინარე პრობლემების თაობაზე. ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაეფიქსირებინა კითხვა თუ წინადადება.

ჩვენ მოვაწყვეთ ყოველკვირეული საინფორმაციო შეხვედრები გუნდის ლიდერებსა და HR პერსონალს შორის, რათა მთელ კომპანიას მიეღო ინფორმაცია და ყოფილიყვნენ საქმის კურსში ყველა სიახლისა და კომპანიაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ყოველდღიურად იმართებოდა შეხვედრები გუნდებს შორის, სადაც ვსვამდით ისეთ მარტივ კითხვას, როგორიცაა: "როგორ ხარ?" - ეს იყო შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ერთმანეთისთვის, გაგვეზიარებინა სასიხარულო ამბავი - რომ ცხელი წერტილიდან მოახერხა კიდევ ვინმემ თავის დაღწევა, სად მიმდინარეობდა აქტიური ბრძოლა, ანდა გაგვერკვია გუნდის საერთო ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დროული გადაწყვეტილება მიგვეღო მათ დასახმარებლად.

დავიწყეთ შედეგების ყოველდღიური განხილვის ჩატარება გუნდის ყველა წევრთან. ამ შეხვედრებს ვუთმობდით 2 წუთს, რათა დავრწმუნებულიყავით გუნდის წევრების უსაფრთხოებაში. ვსვამდით კითხვებს: როგორ ხარ? შენი შვილები როგორ არიან? გჭირდებათ დახმარება?

ანაზღაურება

თანამშრომლებს თავიდანვე ვაძლევდით გარანტიას, რომ ანგარიშსწორება დროული იქნებოდა. ეს იყო ჩვენი პრიორიტეტი. ომის დროს ხალხის უფულოდ დატოვების უფლება არ გვქონდა. ომამდე ბულგარეთში წასულმა თანამშრომლებმა განაცხადეს ხელფასის გადახდის გარკვეული პრობლემების შესახებ: PayPass არ მუშაობდა, ან ზოგან მათ არ შეეძლოთ ნაღდი ფულის მიღება. ამ პრობლემების გადასაჭრელად, ფინანსურმა დეპარტამენტმა დაიწყო გადახდის შესაძლო ალტერნატივის ძიება, განსაკუთრებით PrivatBank-ის მუშაობის შეფერხების შემთხვევაში. ჩვენმა ფინანსურმა სპეციალისტებმა გააანალიზეს არსებული სისტემები და შეაჩერეს არჩევანი Wise-ზე. დაახლოებით ერთ კვირაში გავხსენით ანგარიშები. ჩვენ მას საზღვარგარეთ Monobank-ის მსგავსად ვიყენებთ, თუ გვჭირდება ერთმანეთისთვის ფულის გადარიცხვა, სახლის დაქირავება ან სურსათის ყიდვა.

ტექნიკა

მთელი ჩვენი მუშაობა ორიენტირებული იყო კომპიუტერებისა და ლეპტოპების მიწოდების უზრუნველყოფის საკითხზე. უკრაინაში ადვილი იყო სამუშაოდ საჭირო აღჭურვილობის ყველგან გაგზავნა. მობილურობის შესანარჩუნებლად ჩვენ დამატებითი ლეპტოპები ან პატარა ზომის კომპიუტერები მივაწოდეთ გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც ომამდე დატოვეს უკრაინა. გვქონდა შემთხვევები, როდესაც თანამშრომლებს ჩანთებში ეწყოთ კომპიუტერები და სამუშაო ტექნიკა, რათა ნებისმიერ დროს მზად ყოფილიყვნენ წამოსასვლელად. მოვლენების შესაძლო განვითარების მიუხედავად, ყველას სურდა, კავშირზე ყოფილიყო და გაეგრძელებინა მუშაობა.

ომის დასაწყისში, როცა ხდებოდა ხალხის ევაკუაცია ცხელი წერტილებიდან, საჭირო გახდა ოფისიდან რამდენიმე ლეპტოპის/მონიტორის წაღება იმ კოლეგებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ ადგილზე მისვლის შესაძლებლობა. თავიდან ასეთი საჭიროება ჩვენ არ გვქონდა გათვალისწინებული. სწორედ აქ გამოიხატა გუნდური სულისკვეთება, ღირებულებები და მხარდაჭერა.

ამავდროულად, ჩვენი IT დეპარტამენტი აგრძელებდა მუშაობასა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ვცდილობდით ყველას ჰქონოდა სამუშაო კომპიუტერი და ლეპტოპი. ვიცი, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა აღჭურვილობა უკვე შეძენილი იყო საზღვარგარეთ რათა ჩვენი გუნდის წევრს დახვედროდა უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ. ჩვენი სამუშაო დაკავშირებულია ხარისხიანი ინტერნეტისა და კომპიუტერის ხელმისაწვდომობასთან და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ამის უზრუნველყოფას

ჩემი პროგნოზები შრომის ბაზრის განვითარების თაობაზე

უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერა როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი კომპანია ლოკდაუნის დაწყებიდან დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. პერსონალის შერჩევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენივე გუნდის წევრები, რეფერალური პროგრამის ფარგლებში თავიანთ მეგობრებსა და ნაცნობებს უწევენ რეკომენდაციას ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ. ასე

აღმოჩნდა ჩვენი ბიზნეს პროცესების ეპიცენტრში ჩვენი გუნდის წევრების მხარდაჭერა როგორც ქვეყანაში, ისე - მის ფარგლებს გარეთ.

ომის ახალმა რეალობამ გავლენა მოახდინა ცხოვრების ყველა სფეროზე. და, ისევ ვიმეორებ, ძველი მეთოდები აქ არაეფექტურია. ზოგიერთი რამ აქტუალური აღარაა. მაგალითად, ოფისში მუშაობა, მუშაობა რეგიონებში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ასე შემდეგ.

ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული და პიროვნული უნარებია ისინია, რომლებიც მიმართულია ერთმანეთის მხარდაჭერაზე: თავდაცვა, თავის შეფარება, გაძლიერება, პრობლემის თავიდან აცილება და ა.შ.

ღირებულია ყველაფერი, რაც აუცილებელია ომის ან დევნილობის პირობებში ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

პროფესიულ უნარებთან ერთად, ჰობიც დაგეხმარებათ სამსახურის პოვნაში და თქვენი პოტენციალის აღმოჩენაში. მაგალითად, მე მუშაობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაბადების დღის მისალოც ბარათებს ვხატავ ხოლმე მსოფლიოს გარშემო იუბილარი ბავშვებისთვის, ნახატების სანაცვლოდ მიღებულ თანხას კი მოხალისეთა ორგანიზაციებს ან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვურიცხავ.

ქვემოთ მოცემულია პოსტი ჩვენს მშობლიურ ენაზე, რაც განსაკუთრებით აქტუალურია: უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით Duolingo-ზე უკრაინული ენის შემსწავლელ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა (https://blog.duolingo.com/duolingo-statement-ukraine/) 577%-ით.

დააფასეთ და მხარი დაუჭირეთ ჩვენს ხალხს. დაეხმარეთ თქვენს მეგობრებს და ნაცნობებს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ სამუშაო ადგილებითა და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქმის კეთება უკრაინაში, გვჯეროდეს გამარჯვების და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავაჩქაროთ გამარჯვება, დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, ავაშენოთ ის, რაც დავკარგეთ და აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ამისთვის კი ჩვენი ნიჭიერი და მიზანდასახული თანამემამულეები გვჭირდება.

Link successfully copied!

გელით ჩვენს გუნდში!

იხილეთ არსებული შეთავაზებები და აირჩიეთ თქვენი კარიერული გზა Pharmbills-ში.
შეამოწმეთ განცხადებები