კომპანია „Pharmbills“- ის საოცარი მოგზაურობა: საქართველოსთან პარტნიორობა გლობალური წარმატებისთვის

Pharmbills

Pharmbills ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც აუთსორსინგის კომპანია. ერთი წელია, რაც ჩვენი ისტორია დავუკავშირეთ საქართველოს - ქვეყანას, რომელმაც გაგვაოცა თავისი კულტურით, ღირებულებებითა და სრულყოფილ შედეგზე ორინტირებულობით.

საქართველოში შემოსვლა: რამ გაგვაერთიანა

2023 წელს გადავწყვიტეთ ჩვენი გუნდის გაფართოება და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება. ეს გადაწყვეტილება განაპირობა ჩვენმა საერთო ღირებულებებმა და განვითარებისადმი სწრაფვამ.  ჩვენ გვჯერა გუნდის თითოეული წევრის პოტენციალის და ვქმნით ხელსაყრელ პირობებს მათი განვითარებისთვის.

ერთობლივი მუშაობა თბილისში: მოქნილობა და ერთიანობა

ჩვენ მუშაობის ფორმატი ჰიბრიდულია. თუ სურვილი გაქვთ, გუნდური ატმოსფერო შეიგრძნოთ - ყოველთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ჩვენს მყუდრო საერთო სამუშაო სივრცეს თბილისში. ამ სასიამოვნო ატმოსფეროში, თქვენ შეძლებთ აკეთოთ საქმე და ახლოს გაიცნოთ კოლეგები.

ჩვენ გუნდებს შორის ერთიანობისა და თანამშრომლობისკენ მივისწრაფვით. საქართველოში შემოსვლის შემდეგ გუნდის წევრების რაოდენობა ერთიდან 40-მდე მალევე გაიზარდა და გადავწყვიტეთ, ეს წარმატებული ნაბიჯი განსაკუთრებულად აღგვენიშნა. უკრაინული მხარის წარმომადგენლები საქართველოში გამოემგზავრნენ სამ-დღიან შეხვედრაზე, რომელიც დაუვიწყარი და ასევე, პროდუქტიული გამოდგა.

დისტანციური სამუშაო პირობების გამო კოლეგებთან პირისპირ შეხვედრა ხშირად ვერ ხერხდება. თბილისში Pharmbills-ის გუნდის შეკრება უნიკალური შესაძლებლობა იყო არა მხოლოდ პროდუქტიული მუშაობისთვის, არამედ დაუვიწყარი მოგონებებისთვისაც.  ოფიციალური საქმიანი დღის შემდეგ ჩვენი გუნდის წევრები ერთად შეიკრიბნენ ქართული კულტურის უკეთ გასაცნობად და ამ შეხვედრებმა საფუძველი ჩაუყარა მეგობრობას, რომელიც უდავოდ, ხელს შეუწყობს ჩვენს ერთობლივ განვითარებას.

ჩვენს გუნდში გაწევრიანება

ჩვენი პრიორიტეტია, რომ Pharmbills-თან თანამშრომლობის შესაძლებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ გუნდში გაწევრიანებისთვის საჭიროა ინგლისური ენის კარგად ცოდნა და სწავლა-განვითარების სურვილი. ამერიკელ მხარესთან თანამშრომლობის დაწყებამდე  თითოეული ახალი წევრი გადის Accounts Receivable Manager-ს პოზიციისთვის მომზადების კურსს, და ასე იღებს საერთაშორისო კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობისთვის საჭირო მომზადებასა და გამოცდილებას.

ჩვენი კოლეგების გამოცდილება

ჩვენი კოლეგები გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას:

ნინო, Claims Specialist: “Pharmbills-ში ჩემს პირველ დღესვე გუნდის თითოეული წევრის თავდაუზოგავი შრომითა და დადებითი დამოკიდებულებით აღვფრთოვანდი. დაწყებისთანავე ჩემი სამუშაო უნარ-ჩვევები შესამჩნევად გაუმჯობესდა. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ საკუთარ თავსა და კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრები მოტივაციას გაძლევენ, რათა ინიციატივა გამოიჩინო, უფრო და უფრო მეტ სიახლეს გაეცნო და პროფესიულად განვითარდე. გულწრფელად მიხარია რომ მეც უკვე ამ დიდი ოჯახის წევრი მქვია.”

მედეა, რეგიონალური მენეჯერი: “გუნდს საქართველოს ბაზარზე შემოსვლიდან მალევე შემოვუერთდი. ჩვენი გუნდი ჭკვიანი, ერთგული და ენერგიული წევრები ყოველდღე თავდაუზოგავად შრომობს ჩვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის. მე ვამაყობ რომ საქართველოში კომპანია Pharmbills-ის წარმომადგენელი ვარ. ჩვენი ქართული გუნდი სწრაფად იზრდება და კმაყოფილი ვართ ამ შედეგებით.”

დასკვნა

კომპანია Pharmbills ვამაყობთ ჩვენი ქართული გუნდით და ნათელი მომავლისა და ყველასთვის შესაძლებლობების შექმნის რწმენას ვიზიარებთ. ჩვენი წარმატების ისტორია მხოლოდ ახლა იწყება, და გიწვევთ, შემოუერთდეთ ჩვენს ოჯახს, რათა ჩვენთან ერთად განვითარდეთ. მზად იყავით ახალი მიღწევებისა და წარმატებისთვის - Pharmbills გელით!

ჩვენ გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევითა და უდავო პოტენციალით, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ოცნება რეალობად გარდაქმნას. ერთად მეტის მიღწევა შეგვიძლია.

Link successfully copied!

შეარჩიეთ თქვენი სასურველი სფერო და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

მოდით, ახლავე შევცვალოთ თქვენი ცხოვრება!
შეამოწმეთ განცხადებები