დაწინაურება სამსახურში: როგორ გავუმკლავდეთ ახალ პასუხისმგებლობებს

Anastasiia Shuba
Client Onboarding Specialist

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ არ შეგეშინდეთ ახალი პასუხისმგებლობებისა და დაწინაურების? ამ კითხვას სვამს ყველა ადამიანი, ვინც ბევრს მუშაობს და კარიერულად წინ მიდის. Pharmbills-ში მუშაობის პერიოდში შემდეგი გზა გავიარე: დავიწყე Accounts Payable Manager-ს პოზიციაზე, შემდეგ გუნდის ლიდერი გავხდი და ახლა უშუალოდ კლიენტებთან ვმუშაობ.

მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დამეხმარა ახალ პოზიციასთან შეგუებაში და ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში.

ნერვიულობა იმის მანიშნებელია, რომ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებით

მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო ნერვიულობა სრულიად ნორმალურია. თუმცა, შიშს არ უნდა მისცეთ უფლება თქვენ გმართოთ. სირთულეები თქვენი გასავლელი გზის ნაწილია. გახსოვდეთ: თქვენი რეალობა არის არა გარემოებების, არამედ - თქვენი გადაწყვეტილებების შედეგი.

უპასუხეთ საკუთარ თავს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე - "რატომ?"

ზოგადი პასუხი დაგეხმარებათ მოწოდების სიმაღლეზე დაბრუნდეთ ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. ჩემი "რატომ" არის გუნდი. მისი წარმატება და ზრდა დამოკიდებულია გუნდის წევრების გადაწყვეტილებებზე.

გენიოსი, მილიარდერი, ფლეიბოი, ქველმოქმედი

გაიხსენეთ თქვენი საყვარელი სუპერგმირი – თქვენ ალბათ იცით მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. საკუთარ თავზე რას იტყვით? შეეცადეთ გაარკვიოთ, რომელ სამუშაო ამოცანებზე ხარჯავთ მეტ ენერგიას და ამის საპირისპიროდ, რომელი გავსებთ ენერგიით. შეეცადეთ იპოვოთ ბალანსი და გაგებით მოეკიდოთ (ან მხარდაჭერა გამოუცხადოთ) საკუთარ თავს.

ცვლილებები სახალისოა, მაგრამ შიშს არ მისცეთ უფლება არჩევანი შეგიზღუდოთ

ადაპტირება, ცვლილებები და მოქნილობა მნიშვნელოვანია. გაბედეთ და გარისკეთ, ისწავლეთ და ახალი პასუხისმგებლობები აიღეთ საკუთარ თავზე. სწორედ ამ გამოცდილების წყალობით ჩვენ ვიზრდებით პიროვნულად, პროფესიულად და - როგორც მენეჯერები.

იზრუნეთ საკუთარი თავის განვითარებაზე და არ შეუშინდეთ ახალ პასუხისმგებლობებს! ჩვენი გუნდი ყოველთვის მხარში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ კარიერულ ზრდასა და განვითარებაში.

Link successfully copied!

დროა დაიწყოთ კარიერა საოცნებო გუნდში!

იხილეთ განცხადებები და შემოუერთდით Pharmbills-ის გუნდს. ჩვენ გელით!
შეამოწმეთ განცხადებები