ერთი უნარი და ათასობით შესაძლებლობა: როგორ ეხმარება PHARMBILLS ადამიანებს კარიერის დაწყებაში

Pharmbills Team

7-წლიანი სამუშაო გამოცდილება, 5 დიპლომი, 25 წლამდე ასაკის, ოლიმპიური ჩემპიონი — სამსახურის ძებნისას ხშირად შეხვდებით იდეალური კანდიდატის ასეთ სტანდარტულ აღწერილობას. დიდი გამოცდილების მქონე კადრი ყველა ინდუსტრიაში დაფასებულია, მაგრამ რა შესაძლებლობებია თქვენთვის, თუ ახლახან დაასრულეთ უნივერსიტეტი, ან გსურთ საქმიანობის სფეროს შეცვლა?

8 წელიწადზე მეტია, რაც Pharmbills პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობაში ეხმარება. Pharmbills-ის შიდა აკადემიამ ჯუნიორ სპეციალისტების ამერიკულ კომპანიებში ადაპტირებისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამა შეიმუშავა. 2022 წლის ბოლოს, უკრაინის, ბულგარეთისა და უზბეკეთის შემდეგ Pharmbills უკვე თბილისში და ქართულ ბაზარზე შემოვიდა. ჩვენს საერთაშორისო გუნდში 700-ზე მეტი ადამიანია. Phambills საქართველო უკვე 100 წევრზე მეტს ითვლის. ჩვენი ქართული გუნდი ზრდას განაგრძობს და ეს ძალიან გვეამაყება.  

აუთსთაფინგი საქართველოსთვის შედარებით ახალი, მაგრამ უკვე მაინც ნაცნობი ცნებაა. ეს პროცესი მოიცავს ორგანიზაციის ოფიციალური თანამშრომლების გარეთ პერსონალის დაქირავებას. მაგალითად, როდესაც ამერიკულ კომპანიას რეგულარულად სჭირდება კონკრეტული საქმის შესრულება — აუთსთაფინგის მეშვეობით მათთვის ამ მიმართულებით მომუშავე გუნდს ვქმნით. შემდეგ ეს სპეციალისტები სრულად ერთვებიან ამერიკელი პარტნიორი კომპანიების სამუშაო პროცესში და დისტანციურად ასრულებენ მოვალეობებს საქართველოდან თუ სხვა ქვეყნებიდან.

ვის შეუძლია Pharmbills-ში მუშაობის დაწყება?

ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა B2 ან უფრო მაღალ დონეზე, რაც ამერიკელ კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის წინაპირობაა. ასაკი მეორეხარისხოვანია - კომპანია ხშირად თანამშრომლობს სამუშაო გამოცდილების არმქონე მე-3, მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებთან, ვისაც პროფესიული განვითარების სურვილი აქვთ. ჩვენს აკადემიას აქვს სასწავლო პროგრამები Medical და Real Estate Billing-ის მიმართულებით, სადაც შეისწავლით იმ ყველა საჭირო უნარს, რაც მომავალში დაგჭირდებათ.  

რა სფეროში მოღვაწეობს Pharmbills?

Pharmbills-მა საქმიანობა 2015 წელს დაიწყო და თავდაპირველად თანამშრომლობდა კომპანიებთან ჯანდაცვის სექტორში - ეს დღემდე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. დროთა განმავლობაში ჩვენი მომსახურება გაფართოვდა და მოიცვა შემდეგი სფეროებიც: ფინანსები, ბუღალტერია და აუდიტი, IT მხარდაჭერა და მომხმარებლების მხარდაჭერა. Billing და ბუღალტერია კვლავ ჩვენი საქმიანობის ბირთვად რჩება და სრულ შესაბამისობაშია ამერიკის შეერთებული შტატების კანონებთან და რეგულაციებთან.  

რამდენი შეგიძლია გამოიმუშაო აუთსორსინგით დასაქმებისას?

ამერიკული მოდელის მსგავსად, Pharmbills-ის კლიენტები საათობრივად მუშაობენ. ანაზღაურება მზარდია და განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით; ჯუნიორ სპეციალისტის შემთხვევაში - საშუალოდ $600-დან იწყება. Pharmbills ყოველ 3-12 თვეში ერთხელ ატარებს შეფასებას და დროთა განმავლობაში ანაზღაურება და ბენფიტების რაოდენობა იზრდება.  

IT სფერო თუ აუთსორსინგი?

აუთსორსინგი, IT სექტორის მსგავსად, სოციალური სარგებლისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას იძლევა. IT ინდუსტრია ხშირად ასოცირდება ხოლმე განსაკუთრებით კარგ საკონტრაქტო პირობებთან. Pharmbills-ში გამუდმებით ვცდილობთ, ამას გადავაჭარბოთ.  

Pharmbills გთავაზობთ სხვადასხვა ბენეფიტს, მათ შორის: სწავლის გადასახადის დაფარვას, ანაზღაურებად სტაჟირებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, HR ადამიანების პარტნიორის მხარდაჭერას, ანაზღაურების რეგულარულ გადახედვას, სამუშაო დღის ბოლოს ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას, კორპორაციულ ბიბლიოთეკაზე წვდომას, ფართომასშტაბიან კორპორაციულ ღონისძიებებს, საჭირო პროგრამულ და კომპიუტერულ უზრუნველყოფას, პირად მენტორს და ა.შ.  

აუთსთაფინგი საქართველოში სწრაფად ვითარდება, რაც ახალ პროფესიაში ფეხის შედგმას მარტივს ხდის. გარემო, სადაც კოლეგებს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში ეხმარებიან უკვე რეალობაა, Pharmbills-ში ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლებს და გვსურს შევცვალოთ დიდ კორპორაციებზე არსებული წარმოდგენები.

Link successfully copied!

შეარჩიეთ თქვენი სასურველი სფერო და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

მოდით, ახლავე შევცვალოთ თქვენი ცხოვრება!
შეამოწმეთ განცხადებები