რჩევები, თუ როგორ ვმართოთ დრო დისტანციურად მუშაობისას

Mila Poberezhniuk
HR People Partner

დღეისათვის ინტერნეტში ათასობით სტატია მოიძებნება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა დისტანციურად მუშაობისას. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადი პრინციპები უცვლელი რჩება:

  • მოცანების მართვა, ანუ პრიორიტეტების მინიჭება
  • დროის მართვა, ანუ გეგმარებ

ამოცანების მართვის მეთოდების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია:

  • „ჭამე ცოცხალი ბაყაყი“ - ჯერ გააკეთე ყველაზე არასასიამოვნო დავალებები
  • S.M.A.R.T. მიზნების ფორმულირება
  • მოქმედების მეთოდი
  • თაიმბოქსინგი
  • შესასრულებელი და არ-შესასრულებელი დავალებები
  • Kanban მეთოდი
  • უნდა. საჭიროა. მინდა.
  • ეიზენჰაუერის მატრიცა
  • არ გაწყვიტოთ ჯაჭვი
  • პომოდორო (სპრინტები)

ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი საყვარელი მეთოდები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებ.

ეიზენჰაუერის მატრიცა

ამოცანების სიის შედგენა ეიზენჰაუერის მატრიცის გამოყენებით ძალიან მარტივია.

ფურცელზე ვაჯგუფებთ დავალებებს ოთხ კვადრატად:

  • სასწრაფო და მნიშვნელოვანი
  • არასასწრაფო და მნიშვნელოვანი
  • სასწრაფო და უმნიშვნელო
  • არასასწრაფო და უმნიშვნელო

უპირველეს ყოვლისა, წყდება კრიტიკული და ძირითადი ამოცანები, რომლებიც უპირველესად თუ არ მოგვარდა, საფრთხეს შეუქმნიან გუნდის ან კომპანიის ფუნქციონირებას. შემდგომ, ჩვენ ვგეგმავთ და ვასრულებთ არასასწრაფოსა და მნიშვნელოვანს - მიმდინარე დავალებები. ამ კვადრატის ამოცანები მიგვიყვანს ჩვენს მიზნებსა და წარმატებამდე. მოერიდეთ მათ გადადებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გადავლენ კვადრატის „სასწრაფო და მნიშვნელოვან“ ნაწილში.

სასწრაფო და უმნიშვნელო ამოცანები არ გვიბიძგებენ მიზნებისკენ და გვართმევენ დროსა და ენერგიას. უმჯობესია, მოახდინოთ მათი დელეგირება ან გადადოთ მოგვიანებით შესასრულებლად, როცა მეტი თავისუფალი დრო გექნებათ (ბექლოგში - გადადებულ დავალებებში). რაც შეეხება არასასწრაფოსა და უმნიშვნელოს, ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ მათ არც განვიხილავთ. სახლიდან მუშაობისას ბევრი ცდუნება შეიძლება გაჩნდეს: უყუროთ სერიალებს, გადახედოთ ახალ ამბებს თქვენს სმარტფონში, წაიკითხოთ შეტყობინებები, რაიმე სასუსნავი მიირთვათ, ან ვინმეს დაურეკოთ. დაიცავით დაგეგმილი გრაფიკი და თქვენ ყოველთვის პროდუქტიული იქნებით.

Pomodoro – პომოდოროს ტექნიკა – პროკრასტინაციის მთავარი მტერი

სმარტფონის ტაიმერიც საკმარისია სამუშაოს 25-წუთიან ინტერვალებად გასაყოფად, რომლის დროსაც მაქსიმალურად კონცენტრირდებით დავალებაზე. შემდეგ ისვენებთ 3-5 წუთის განმავლობაში (ყავა/ჩაი, ყურადღების გადატანა სატელეფონო ზარზე, საოჯახო საქმეები) და კვლავ უბრუნდებით დავალებაზე მუშაობას 25 წუთის განმავლობაში. ყოველი 4 „პომოდოროს“ შემდეგ აუცილებლად გააკეთეთ დიდი 15-20 წუთიანი შესვენება. ძალიან მნიშვნელოვანია „პომოდოროს“ დროის ინტერვალების დაფიქსირება ბლოკნოტში და დღის ბოლოს გავლილის გადახაზვა. ეს გზა დაგეხმარებათ მიიღოთ ენდორფინის დღიური ულუფა („ბედნიერების ჰორმონის“) და კოლეგებისგან - შექება.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო. იმედია ის დაგეხმარებათ თქვენი დროის მართვაში, რათა იყოთ უფრო პროდუქტიული და მეტი თავისუფალი დრო გქონდეთ!

Link successfully copied!

გელით ჩვენს გუნდში!

იხილეთ არსებული შეთავაზებები და აირჩიეთ თქვენი კარიერული გზა Pharmbills-ში.
შეამოწმეთ განცხადებები